წითელმა ჯვარმა აღიარა, რომ ებოლასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი 5 მილიონ დოლარზე მეტი თაღლითობისა და კორუფციის გამო დაიკარგა.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიების დროს, აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ ხდებოდა მედიკამენტების შესყიდვა მომატებული ფასებით, ხელფასები არარსებულ თანამშრომლებზე გაიცემოდა და ასევე ხდებოდა საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბება.
გაფლანგული 5 მილიონი დოლარი დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლისთვის შეგროვდა.