აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზიური ტურნე დაიწყო. იაპონია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და ჩინეთი - ამ ქვეყნებში დონალდ ტრამპი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩავა.
აზიური ტურნეს ფარგლებში მხარეები ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხესაც განიხილავენ. ტურნეს ფარგლებში პირველი ქვეყანა, რომელსაც ტრამპი ეწვევა, იაპონიაა.
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე 13 ნოემბერს ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრით დასრულდება.