ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართელოს Vogue-ის, Elle-ს, Forbes-ის, Figaro-ის და სხვა მაღალეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები თბილისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ნერვეგიიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოვიდნენ.
საერთაშორისო მედიის 20 წარმომადგენელი თბილისში მიმდინარე Mercedes-Benz Fashion Week-ს დაესწრო. მოდის კვირეული პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2 -6 ნოემბერის ჩათვლით, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში იმართება.