საფეხბურთო კლუბ მარსელის მცველს, პატრის ევრას სანქციები ემუქრება. უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ამის მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტი გახდა. ევრა ერთ-ერთ გულშემატკივარს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის გამო რეფერიმ მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.