უკრაინის სასწავლო დაწესებულებებში ფიქიკა, ქიმია და ბიოლოგია ერთ საგნად გაერთიანდება. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ლილია გრინევიჩმა განაცხადა.
„ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება პროფილურ სკოლებში. როდესაც ბავშვები ჰუმანიტარულ პროფილს ირჩევენ, მათ არჩეული საგნებზე სამეცადინოდ ნაკლები დრო რჩებათ. ტექნიკური საგნების გაერთიანებით მათ ნაკლები დრო დაეხარჯებათ,“-აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.