მოსკოვში პუშკინის მუზეუმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მუზეუმის პრესსამსახური იტყობინება. ხანძარი შუადღისას სარესტავრაციო განყოფილებას გაუჩნდა, რის გამოც შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.