უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია მოძრაობა „არტმომზადების“ რამდენიმე წევრი.
სამართალდამცველების მტკიცებით, მოძრაობის აქტივისტები 4-5 ნოემბერს ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმას და მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავდნენ.
მოძრაობა პოლიტიკოსმა ვიაჩესლავ მალცევმა შექმნა, რომელზეც საქმე ექსტრემიზმის მუხლით აღიძრა. ამჟამად ის თავს უცხოეთს აფარებს.