ტოკიოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. იაპონიის დედაქალაქში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი ჩავიდა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი იმყოფება, პოლიციელები პატრულირებენ. ივანკა ტრამპი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. რამდენიმე დღეში კი ტოკიოს აზიური ტურნეს ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერი ეწვევა.