საფრანგეთის მთავრობამ ავტომწარმოებელ რენოს აქციები გასაყიდად გამოიტანა. საუბარია აქციების 4,7 პროცენტზე, რომლის გაყიდვის შემთხვევაშიც მთავრობის წილი ავტოკონცერნში 15, 1 პროცენტს გაუტოლდება. 14 მილიონი აქციის გაყიდვით საფრანგეთის მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას გეგმავს.