კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ბრიუსელში დარჩება, რადგანაც ის ბელგიურ მართლმსაჯულებას ენდობა. ამის შესახებ კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბაკარტმა განაცხადა. პუჩდემონზე ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ დაპატიმრების ორდერი გასცა. მანამდე მადრიდში კატალონიის მთავრობის 8 ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. ჟენერალიტეტის პრეზიდენტმა კი სასამართლოში მისვლაზე უარი თქვა. ის დაკავებული მინისტრების გათავისუფლებას მოითხოვს.