ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი დააკავა. მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაედებათ. კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი და ხელისუფლების 4 ყოფილი წვერი სასამართლოში არ გამოცხადა. პუჩდემონის და კიდევ 2 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე სასამართლომ ორდერი უკვე გასცა. ცნობილია, რომ ბრძანებაა გაცემული პუჩდემონის დაკავებაზეც. ის ამ დროისთვის ბელგიაში იმყოფება და ადგილობრივ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს.