ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუჩდემონის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ იტყობინება. კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი პრეზიდენტი დღეს ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში იყო დაბარებული, თუმცა მადრიდში ჩასვლაზე უარი თქვა. ეროვნულ სასამართლო პალატას ჩვენება დაბარებული 14 კატალონიელი მაღალჩინოსნიდან მხოლოდ 9-მ მისცა, 4 კი სასამართლოში არ მისულა. კატალონიელ მაღალჩინოსნებს ესპანეთის პროკურატურა ამბოხის ბრალდებას უყენებს.