ბარსელონაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია უკვე რამდენიმე საათია, გრძელდება. „პუჩდემონი ჩვენი პრეზიდენტია!“ „ძირს ესპანური მართლმსაჯულება!“ „ძირს ესპანური დროშა!“-ამ ლოზუნგებით წმინდა იაკობის მოედანზე ათასობით ადამიანია გამოსული. ისინი ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში დაბარებულ კატალონიელ მაღალჩინოსნებს მხარდაჭერას უცხადებენ. 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი მადრიდის სასამართლოში დღეს დაიბარეს. ესპანეთის პროკურატურა ამბოხების ბრალდებით მათ დაპატიმრებას მოითხოვს. 14-დან სასამართლოში მხოლოდ 9 მაღალჩინოსანი გამოცხადდა. მადრიდში ჩასვლაზე უარი თქვა კატალონიის ჟენერალიტეტის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა და მთავრობის 4-მა წევრმა.