თურქეთის პრეზიდენტს ადგილობრივი წარმოების ავტომობილის შეძენა სურს. ამის შესახებ რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ავტომწარმოებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„2019 წელს ჩვენ დავასრულებთ სამამულო წარმოების ავტომობილზე მუშაობას. 2021 წელს თურქული ავტომანქანები გაყიდვაში გამოვა და პირველ ავტომობილს მე შევიძენ,“-აღნიშნა ერდოღანმა.