თურქეთმა რუსეთში პომიდვრის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ ხმელთაშუზ ზღვის რეგიონის ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე ალი კავაკი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პომიდვრის პირველი პარტია რუსეთში დღეს გაიგზავნა. რუსულ ბაზარზე თურქული პომიდვრის დაბრუნების გადაწყვეტილება მოსკოვმა 1 ნოემბერს მიიღო.