კრემლში საბჭოთა რევოლუციის ბელადის დაკრძალვის საკითხს არ განიხილავენ. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ლენინის დაკრძალვის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას,“-აღნიშნა პესკოვმა. მანამდე ლენინის დაკრძალვის ინიციატივას მხარი ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუჭირა.