ჩინურმა კომპანიამ ჰონგ კონგის ცენტრში ცათამბჯენი 5,15 მილიარდ დოლარად გაყიდა. ამ მასშტაბის გარიგება მსოფლიოს უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ არ მომხდარა. 73-სართულიანი შენობის მფლობელი ჰონგ კონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კაშინი იყო. მისგან ცათამბრჯენი კომპანია „Peaceful Development Asia Propery“-მა შეიძინა. ცათამბჯენი 1998 წელს აშენდა და 384 მილიონი დოლარი დაჯდა.