ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ხელისა და ფეხის ანაბეჭდები ხეივანში მერაია ქერიმ დატოვა. მომღერალს ვარსკვლავის გახსნამდე საგანგებო მიმართვა არ მოუმზადებია. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გამორჩეული დღეა და სიტყვები არ ჰყოფნის ემოციის გამოსახატავად.