ამერიკელ მსახიობს, ქევინ სპეისს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ამის შესახებ მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. სკანდალში სპეისი რამდენიმე დღის წინ გაეხვა, მას შემდეგ, რაც მსახიობმა ენტონი რეპმა ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ანალოგიური ბრალდება სპეისს მსახიობმა რობერტ კავაზოსმა წაუყენა. ქევინ სპეისმა უკვე აღიარა, რომ ჰომოსექსუალია, თუმცა სექსუალური შევიწროების ფაქტი ვერ გაიხსენა. ამის მიუხედავად, მან ენტონი რეპს ბოდიში მოუხადა.