მორიგი ინციდენტი ნიუ-იორკში. მეგაპოლისის ცენტრში ისევ სროლის ხმა ისმოდა. „ნიუ-ორკ პოსტის“ ინფორმაციით, სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქალაქის ერთ-ერთ კოლეჯთან ავტომობილიდან გადმოსულმა მამაკაცმა ქუჩაში მყოფ ქალს ცეცხლი გაუხსნა.
წინასწარი ინფორმაცით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა გახდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა ჯერ ყოფილ მეგობარ ქალს ესროლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.