ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესდება. აშშ კონგრესმენებმა კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტი სენატის საფინანსო საკითხთა კომიტეტში გადაიგზავნება . მას მომავალ კვირას განიხილავენ. ახალი სანქციების დაწესების ინიციატივა ამერკელი სტუდენტის, ოტო უორმბირის საქმეს უკავშირდება. ვომბიერი ჩრდილოეთ კორეაში 2016 წელს დააკავეს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებაში დაადანაშაულეს. პატიმრობის შემდეგ უორმბირი სამშობლოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.