ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამ ეტაპზე მწვანე ბარათის პორგრამის შეჩერებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განმარტებები დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ გაკეთდა.
ნიუ-იორკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ე.წ. მწვანე ბარათის ლატარიის გაუქმება მოითხოვა. დონალდ ტრამპის თქმით, ტერორისტი უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვი ამერიკაში სწორედ მწვანე ბარათის დამსახურებით ჩავიდა და ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს.