საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესისი ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დამატებით დაცვაზე უარი უთხრა.
"კიევის ოლქის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა უარი მითხრა ჩემთვის დამატებითი დაცვის სტატუსის მონიჭებაზე საქართველოში შესაძლო ექსტრადიციაზე. მათი თქმით, მე არ მაქვს საფუძველი მეშინოდეს დევნის და ჩემს სიცოცხლეს ამ ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება.
და ეს მას შემდეგ, რაც გუშინ დეტალურად დავასაბუთე მიზეზები და რისკის შესაძლო საფუძვლები, რაც საქართველოში დევნის შემთხვევაში მემუქრება. ყველა მტკიცებულება, რასაც მე ვეყრდნობოდი განცხადების შეტანისას, რომლითაც დამატებით დაცვას ვითხოვდი, დასტურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციით, რომელმაც დაადგინა, რომ მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური ნიშნით გვდევნიდნენ.
ასე რომ, მე არ ვეთანხმები მიგრაციის სამსახურის უარს და ამ გადაწყვეტილებას სასწრაფოდ გავასაჩივრებ კიევის საოლქო სასამართლოში", - წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.