რომის პაპი ფრანცისკე პირველი აღიარებს, რომ ლოცვებზე არცთუ იშვიათად ეძინება. ამის შესახებ მან TV2000-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ქრისტიანები ლოცვის დროს თავს უნდა გრძნობდნენ ბავშვებად, რომლებიც მამას არიან ჩახუტებულნი, რა დროსაც დამეთანხმებით, ბავშვებს ხშირად ეძინებათ. ლოცვისას ეს მეც არაერთხელ დამემართა. ეს წმინდა ტერეზასაც ემართებოდა,“-აღნიშნა პონტიფიკოსმა.