უკრაინის პრეზიდენტი და შს მინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ უკრაინული პორტალი LIGA.net იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ავაკოვის ვაჟი გახდა, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გუშინ ფინანსური მაქინაციის ბრალდებით დააკავა.
როგორც LIGA.net წერს, ავაკოვი პოროშენკოსგან განმარტებებს ითხოვდა, პოროშენკო კი ირწმუნებოდა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.