უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები პოლიციის მარალჩინოსანთა სახლებსა და ოფისებს ჩხრეკს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია შს მინისტრის ვაჟის, ალექსანდრ ავაკოვის დაკავების ფაქტს უკავშირდება. ავაკოვის შვილი ე.წ. ზურგჩანთების საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს, რომელიც მისი ფირმისგან შსს-მ 2015 წელს შეიძინა.