ლიბიის სანაპიროებთან 300-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. ოპერაცია სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქალაქ ზლიტენიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაატარა. აფრიკელი მიგრანტები იტალიის სანაპიროებამდე მიღწევას 2 რეზინის ნავით ცდილობდნენ. ხმელთაშუა ზღვის გავლით წელს იტალიაში 11 ათასი არალეგალი გადავიდა.