რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის საარჩევნო შტაბში განხეთქილებაა. ამის შესახებ გამოცემა კომერსანტი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სობჩაკის გუნდი პოლიტტექნოლოგმა ალექსეი სიტნიკოვმა დატოვა, რომელიც 1996 წელს ელცინის საარჩევნო კომპანიას კურირებდა. სიტნიკოვთან ერთად შტაბი მისმა რამდენიმე თანაგუნდელმაც დატოვა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება სობჩაკმა ერთი კვირის წინ მიიღო.