როუზ მაკგოუენს მართლმსაჯულებასთან პრობლემები შეექმნა. პოლიციამ მისი დაპატიმრების ორდერი უკვე გასცა. მსახიობს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებას უყენებენ. მსახიობი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.