უბედური შემთხვევა ინდოეთში. კარალის შტატში მდინარეზე ძველი ხიდი ჩაინგრა. ინციდენტს, ოფიციალური მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. არაოფიციალური წყაროებით კი დაღუპულთა რაოდენობა 12-ს აღწევს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.