ხვალ, 15 ივლისს, 08:00 საათზე, ვისოლის ავტოგასამართი სადგურიდან სტარტს აიღებს ჟურნალ აუტო ბილდის საზაფხულო მოგზაურობა თბილისი-ბათუმი. აუტო ბილდის ქართული გამოცემის პოპულარიზაციისათვის მოწყობილ საზაფხულო მოგზაურობას საწვავით უზრუნველყოფს ვისოლი.
აქცია ვისოლის ვაკე-საბურთალოს ავტოგასამართ სადგურიდან აიღებს სტარტს. ბათუმისაკენ მიმავალი კოლონა გაჩერდება გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ურეკსა და ქობულეთში. აქციის მონაწილენი მოსახლეობას ჟურნალ აუტო ბილდს და ვისოლის მცირე საჩუქრებს დაურიგებენ.
"ვისოლისათვის, ისევე როგორც ავტობილდისათვის, ხარისხი საქმიანობის განმსაზღვრელი ფაქტორია. ჟურნალი უკვე ორ წელზე მეტია საქართველოს მოსახლეობას ხარისხიან და პროფესიულად მომზადებულ ინფორმაციას აწვდის ავტომობილების შესახებ. სწორედ ამიტომ ავტობილდი ექსკლზიურად ვისოლის ქსელში იყიდება სპეციალურ ფასად და ჩვენს მომხმრებელს საშუალება აქვთ ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე შეიძინონ ხარისხიანი საწვავი და მიიღონ ხარისხიანი ინფორმაცია", - აცხადებს ვისოლის მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.
ესკორტი ბათუმში შევა 15 ივლისს 18:00 საათზე. 15-18 ივლისს დღის განმავლობაში ჟურნალის პოპულარიზაციისათვის მოეწყობა მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, ბულვარსა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.