ჩეჩნეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მორიგი ჩვენება მოაწყო. აიშატ კადიროვის სამოდელო სახლმა ახალი კოლექცია „მთის მარგალიტი“ წარმოადგინა. ჩვენება მერსედეს ბენცის მოდების კვირეულის ფარგლებში მოეწყო. დიზაინერმა შიფონის, ბარხატისა და აბრეშუმის 47 საღამოს კაბა წარმოადგინა.