მიხაილ ხადარკოვსკი რუს ამომრჩევლებს ოპოზიციის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენის თქმით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება დაუშვებელია. „მიეცით ხმა ნებისმიერ კანდიდატს, გარდა პუტინისა. თუ არცერთი კანდიდატი არ არის თქვენთვის მისაღები, ხმა ყველას წინააღმდეგ მიეცით,“-აცხადებს ხოდორკოვსკი.