კანადის პრემიერ მინისტრმა გარდაცვლილ მომღერალ გორდ დაუნზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. მთავრობის ხელმძღვანელმა დაუნს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დაწყვიტა. პოპულარული კანადელი მომღერალი გორდ დაუნი 17 ოქტომბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.