ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია 21 ივლისიდან იწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, რეგისტრაცია ჩატარდება 21 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ახმეტის რაიონის სოფ. დუისში და 2 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისში. სოფ. დუისში რეგისტრაცის პროცესი სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში იქნება სესაძლებელი, ხოლო თბილისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობა
სამინისტროს ინფორმაციით, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას ზემოაღნიშნულ ვადებში, უნდა 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში.
საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარდება.