კენტუკიში კონფედერატების ორი მონუმენტი აიღეს. ძეგლებს იმ სასაფლაოზე გადაიტანენ, სადაც მათი ნეშტებია დაკრძალული. გენერალ ჯონ ჰანტ მორგანისა და ვიცეპრეზიდენტ ჯონ ბრეკინრიჯის მონუმენტების გადატანას მხარი ქალაქის საბჭომ დაუჭირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბჭოს თხოვნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიმართეს. კონფედერატების ძეგლების აღების კამპანიამ მასშტაბური ხასიათი ვირჯინიაში შარლოტსვილის ხალხმრავალი აქციების შემდეგ მიიღო.