ქალაქ რაქას ცენტრალურ მოედანზე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს, გამარჯვების ნიშნად დროშა აღმართეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის დამკვირვებელთა განცხადებით, ქალაქი ისლამისტებისგან გათავისუფლებულია. რაქაზე კონტროლის მოპოვება დამკვირვებლების შეფასებით, ჯიჰადისტთა მარცხის მანიშნებელია. სირიის დემოკრატიული ძალები საერთაშორისო ალიანსის მხარდაჭერით ისლამისტების პოზიციებს ივნისიდან უტევდა. ქალაქს ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება 2014 წლიდან აკონტროლებდა.