ებრაელმა სამართალდამცველებმა პალესტინურ მედიაკომპანიებში ჩხრეკა ჩაატარეს. მასშტაბური რეიდი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ქალაქში მოეწყო. ებრაელმა ძალოვნებმა რამდენიმე ოფისი დალუქეს. ამოღებულია კომპიუტერები და დოკუმენტაცია. ისრაელის ხელისუფლების განმარტებით, რეიდები მიზნად ტერორიზმის მხარდამჭერი პროპაგანდის აღკვეთას ისახავს.