ჩინეთის ლიდერმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ის სამსაათნახევრიანი სიტყვით გამოვიდა. სი ძინპინმა გასული 5 წლის მიღწევებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩინეთი უფლო ძლიერი და ძლევამოსილი სახელმწიფო გახდება. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის ყრილობა 5 წელიწადში ერთხელ იმართება. ყრილობა დღეს დაიწყო და 24 ოქტომბრამდე გასტანს.