დონალდ ტრამპის პოლიტიკა ერთი შეხედვით შესაძლოა ბოროტებად გვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ის სიკეთის მომტანია. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტებმა ალექსის ციპრასს ტრამპზე წარსულში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეახსენეს, რაზეც საბერძნეთის პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა, რომ თეთრი სახლის ლიდერის მიმართ პოზიცია შეეცვალა.