მალტაში მოკლული ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას ვაჟი დედის მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მეთიუ კარუანა გალიციას მტკიცებით, მას დედა მაფიოზმა ხელისუფლებამ მოუკლა, რადგანაც დაფნე კანონის დამრღვევებს დაუპირისპირდა. „როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები კანონს ვერ იცავენ, კანონის უზენაესობისთვის ჟურნალისტები იბრძვიან. ამით ისინი თავს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ,“-წერს მოკლული ჟურნალისტის შვილი. დაფნე კარუანა გალიცია მალტაში საკუთარ ავტომანქანაში აფეთქდა. ჟურნალისტი ე.წ. პანამის დოკუმენტების საქმეს იძიებდა.