პაკისტანის ქალაქ კვეტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. მანქანა, რომელსაც 35 პოლიციელი გადაჰყავდა, ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.