ევროკომისიის წარმომადგენლები არ გამორცხავენ, რომ მალტელი ჟურნალისტისა და ბლოგერის, დაფნე გალიციას მკვლელობა შეკვეთილი ყოფილიყო. განცახდება ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტ ისჰილასმა გააკეთა და გამოძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჟურნალისტი, რომელმაც პანამის დოკუმენტებში მალტის პრემიერ-მინისტრის მეუღლის სახელზე არსებული ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, 14 ოქტომბერს საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს.