17 ივლის თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაეცემა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეოროლოგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 16-17 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 16 ივლისს 30 გრადუსამდე გათბება, ხოლო 17 ივლისს 28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ასევე 29 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების განცხადებით დედაქალაქში 16-17 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ჰარის ტემპერატურა 16 ივლის 30-31 გრადუსი და 17 ივლისს 25 გრადუსი იქნება.