მორიგი აფეთქება თურქეთში. ინციდენტი ქალაქ მერსინის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტობუსთან ამოქმედდა. შედეგად 12 ადამიანი დასავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.