რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე პოტენციური ტერორისტების გადაბირებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.
„ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებულია ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ის ახალგაზრდების ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმასა და სირიაში მათი გამგზავრების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. მის მიერ გადაბირებულ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, დაკავებული ქალის პირველი მეუღლე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი დაქვრივებული ქალი ისლამისტთა რიგებში გაწევრიანდა.