ბანგლადეშში მიანმარელი ლტოლვილების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. გაეროს ლტოლვილთა საკითხების კომისარიატის განცხადებით, ქვეყანას თავს 528 ატასი მუსლიმი დევნილი აფარებს. კონფლიქტი რაკჰაიონის რაიონში 25 აგვისტოს გამწვავდა. მიანმარის სახელისუფლო ძალებსა და მუსლიმ როჰინჯებს შორის შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა.