რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას განცხადებით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არჩევნებში კენჭისყრას 2028 წლის შემდეგ შეძლებს.
„ბატონ ნავალნის, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლიტიკოსია, აქვს ყველა შანსი. ჩაივლის ათწლიანი ვადა და 2028 წლის შემდეგ ის შეძლებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა პამფილოვამ. 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსეი ნავალნი საკუთარ კანდიდატურას ნასამართლობის გამო ვერ წამოაყენებს.