გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლის, კიმ ინ რონის თქმით, ფხენიანი ბირთვულ პროგრამაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ სხვა ქვეყნებიც დათანხმდებიან დენუკლეარიზაციას.
"ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის განადგურების მომხრეა, თუმცა სანამ ვაშინგტონი პირდაპირ ემუქრება ფხენიანს განადგურებით, ბირთვულ პროგრამის შეჩერებაზე საუბარიც კი ზედმეტია", - განაცხადა დიპლომატმა.