ავღანეთის ქალაქ გარდერში პოლიციის სასწავლო ცენტრზე თავდასხმას 20 ადმიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაიჭრა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 160-ს აღწევს. დაღუპულთა შორის პროვინციის გუბერნატორი ტორიალაი აბდიანიცაა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანით განახორციელა. მომხდარზე პასუხიმგებლობა "თალიბანის" დაჯგუფებამ აიღო.